სოფელ კეთილარში დაკარგული 28 წლის მამაკაცის ნათესავები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში ექვსი დღის წინ დაკარგული 28 წლის ირაკლი კეკელიას ნათესავები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, უწყებამ სამძებრო სამუშაოები გვიან დაიწყო.

,,31 დეკემბერს გავიდა ჩემი შვილი სახლიდან. პოლიცია ყურადღებას არ გვაქცევს, ვითხოვთ დახმარებას", -აცხადებს დაკაგულის დედა თამილა კეკელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა