მიხეილ სააკაშვილი – "ისინი" წლების განმავლობაში ეძებდნენ ჩემს ოფშორებს, საიდუმლო ანგარიშებს, ქონებას, მაგრამ ვერაფერი იპოვეს, რადგან ეს ბუნებაში არ არსებობს

მსოფლიო პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მახსენდება მაგალითი, როდესაც პრეზიდენტს ამის გამო განაჩენი გამოუტანეს. ამ წლების განმავლობაში ისინი ეძებდნენ ჩემს ოფშორებს, საიდუმლო ანგარიშებს, ქონებას. მათ ვერაფერი იპოვეს, ვინაიდან ეს ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც ხდება ოლიგარქების გარიგებას წარმოადგენს.

„ივლისში საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ყოფნისას პრეზიდენტი პოროშენკო შეხვდა ბათუმში ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც რუსული გაზპრომის უმსხვილესი კერძო აქციონერია და ისინი ჩემს წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ რამდნიმე დღეში პოროშენკომ მე უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვა და საქართველოში ჩემს წინააღმდეგ სასამართლოები დაჩქარდა“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე მიმართა ბიძინა ივანიშვილსა და პეტრო პოროშენკოს და განაცხადა, რომ მისი ბრძოლა არ შეწყდება.

„მინდა ვუთხრა ივანიშვილს და პოროშენკოს და მათ მეგობარს პუტინს. ჩემი ბრძოლა არ შეწყდება რაც არ უნდა გააკეთოთ, რა საქმეც არ უნდა შეთითხნოთ. თქვენ არ იცით ბრძოლა პოლიტიკურ ველზე, რადგან თქვენ არ გიყვართ საკუთარი ხალხი. მე კი მიყვარს ხალხი. მიყვარს უკრაინელი ხალხი, მიყვარს ქართველი ხალხი. თქვენ გსურთ საკუთარი ოპონენტები მოიშოროთ, როგორც პუტინმა მოიშორა ნავალნი, როგორც ივანიშვილმა მოიშორა ყოფილი პრემიერ- მინისტრები, როგორც იანუკოვიჩმა მოიშორა იულია ტიმოშენკო. თუ ოლიგარქები ერთიანდებიან, ჩვენც უნდა გავერთიანდეთ- პატიოსანი ადამიანები“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“