ნინო ლაცაბიძემ ისანში მცხოვრებ 50 ბავშვს საახალწლო საჩუქრები გადასცა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, სამშენებლო კომპანია „დირსის“ საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების 50 ბავშვს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოდან აცნობეს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში საბავშვო, გასართობი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, პატარებისთვის ჯადოსნური სანახაობა მოეწყო და ოჩოფეხებისა და დრამერების შოუ გაიმართა. გარდა ამისა, ისნის რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ კონცერტი გაიმართა.

„ისნის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვებს, კომპანია „დირსის“ დახმარებით, კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ. ბავშვებმა მიიღეს საჩუქრები და საახალწლო წარმოდგენებს დაესწრნენ. მოხარული ვიქნებით თუ „დირსის“ ეს სოციალური პასუხისმგებლობა სხვა კომპანიებისთვისაც მაგალითი იქნება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

„დირსის“ საახალწლო ღონისძიებას რაიონის მცხოვრებლები, მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაცია „მომავლის მზის“ წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ასევე, საკრებულოს წევრები ირაკლი ზარქუა და ვახტანგ შაქარიშვილიც ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა