ანდრეი ლისენკო - უკრაინა მხოლოდ მას შემდეგ მოახდენს რეაგირებას მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად გამოტანილ სამწლიან განაჩენზე, რაც საექსტრადაციო შემოწმებას ჩაატარებს

უკრაინა მხოლოდ მას შემდეგ მოახდენს რეაგირებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად გამოტანილ სამწლიან განაჩენზე, რაც საექსტრადიციო შემოწმებას ჩაატარებს, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ სააკაშვილს აქვს „მსჯავრდებულის“ სტატუსი, თუმცა ქალაქ კიევის პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს მიმართვაზე დაყრდნობით ატარებს საექსტრადიციო გამოძიებას სააკაშვილთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს შესაბამისი ორგანოებისგანაც მოვიდა მოთხოვნა. გამოძიების სრულად ჩატარებისა და ყველა გარემოების გამოსავლენად, რაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო მოლაპარაკებებით, რომლებიც შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის მიზეზი, სააკაშვილს კიევში დაკითხვაზე დაიბარებენ შესაბამისი ახსნა-განმარტებების მისაცემად. ამ გამოძიების ფარგლებში უკრაინის სამთავრობო ორგანოების მიმართაც გაიგზავნა მოთხოვნები. დასკვნა, რომელიც ამ გამოძიების შედეგების მიხედვით დადგინდება, იუსტიციის სამინისტროს წარედგინება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა ლისენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა