რამაზ საყვარელიძე - პატიმრობა ისრაელის ყოფილ პრეზიდენტსაც მიუსაჯეს, თუმცა ამით ქვეყნის ავტორიტეტი არ შელახულა - ის, რომ თანამდებობა არ იცავს ადამიანს, სახელმწიფოსთვის პლუსია

ისრაელის ყოფილ პრეზიდენტსაც მიუსაჯეს პატიმრობა და მოიხადა სასჯელი, თუმცა ამით ისრაელის საერთაშორისო ავტორიტეტი არანაირად არ შელახულა, პირიქით, ის, რომ თანამდებობა არ იცავს ადამიანს, ეს სახელმწიფოსთვის პლუსია, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამტყუნებას.

ამასთან, საყვარელიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია.

”პროკურატურის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პროკურატურა ეყრდნობოდა არა მხოლოდ თავის დამოკიდებულებას ამ საქმის მიმართ, არამედ ევროპული სასამართლოს შეფასებასაც, რომ გირგვლიანის საქმეში დარღვეული იყო ბევრი პუნქტი და მთელი სახელმწიფო სისტემა მუშაობდა ან ამ საქმის გადაფარვაზე ან ბრალდებულების დაუსჯელობაზე. გირგვლიანის სიკვდილი უსამართლო მოვლენა რომ იყო, ამაზე სწორედ ევროსასამართლოს შეფასება მიუთითებს. კონკრეტული პუნქტი, რომლითაც პრეზიდენტს ეძლევა შეწყალების უფლება, კარგავს სამართლიანობის ძირითად საფუძველს. პუნქტი შესაძლოა, იძლეოდეს უფლებას, მაგრამ ეს პუნქტი შესაძლოა, იყოს გამოყენებული უსამართლოდ. ძალიან სამწუხაროა, რომ იურისტი ამ პუნქტს იყენებს უსამართლობის გასამართლებლად. ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თორემ ის, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება საქართველოს უნდა მიეღო ადრე თუ გვიან, იმ პოზიციიდანაც სჩანს, რაც გირგვლიანის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა. ისრაელის ყოფილ პრეზიდენტსაც მიუსაჯეს პატიმრობა და მოიხადა სასჯელი. ამით ისრაელის საერთაშორისო ავტორიტეტი არანაირად არ შელახულა, პირიქით. ის, რომ თანამდებობა არ იცავს ადამიანს, ეს სახელმწიფოსთვის პლუსია”, - განაცხადა საყვარელიძემ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა