საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში დღეს წვიმს, მაღალმთასა და მთაში თოვს, მათ შორის მესტიასა და ხულოში. აღმოსავლეთ საქართველოში კი დღის ბოლოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვლი.

დღეს ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი წამში, ზოგან 17–22 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოში დღეს დღისით ჰაერის ტემპერატურა 9–15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი, თბილისში –13 გრადუსი.

7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 11–16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი იქნება, თბილისში –13 გრადუსი.

8 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს, თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

9 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. თბილისში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ასევე, ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი, ზოგან კი 17–22 მეტრი წამში იქნება.

იხილეთ ვიდეო: წვიმა, თოვლი, ქარი - გაიგეთ ამინდის პროგნოზი, რომელიც 9 იანვრსი ჩათვლით არის მოსალოდნელი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა