გიორგი გახარიამ ხონში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხონში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა თანამშრომლებს ახალ შენობაში წარმატებული და ეფექტიანი მუშაობა უსურვა.

"ჩვენი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, არის საპოლიციო სისტემის ეფექტიანობის ზრდა. ის მეტად უნდა იყოს ადამიანზე- მოქალაქეზე მორგებული და რაც მთავარია, პრევენციაზე ორიენტირებული. ამისთვის აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, ყველა ფუნქციონალური ელემენტია გათვალისწინებული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ განახლებული, კომფორტული შენობებით, საპოლიციო სისტემა წარმატებული და ეფექტიანი გახდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შსს-ს ცნობით, ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. პოლიციის ახალი შენობის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული. ახალაშენებულ შენობაში ხონის რაიონული სამმართველოს 40 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხონის რაიონული სამმართველოს ძველი შენობა ამორტიზებული იყო და თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ახალი შენობის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი