მალხაზ მაჩალიკაშვილი - მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ

მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ 26 დეკემბერს მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიზოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმელებმა, რომლებმაც მის მძინარე შვილს ცეცხლი გაუხსნეს, შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, როცა სპეცრაზმი თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში შეიჭრა, თემირლანს ხელში მობილური ტელეფონი ეკავა, ეს კი სპეცრაზმელს სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეგონა, რის შემდეგაც გასროლა განახორციელა. აქედან გამომდინარე, მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ სპეცრაზმმა ამით მძიმე შეცდომა დაუშვა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, გუშინ მისმა ქალიშვილმა უამბო, თუ როგორ დავობდნენ ერთმანეთში სპეცრაზმელები გასროლის შემდეგ.

”ამ ათი დღის განმავლობაში არაფრის თავი არ მქონდა. წუხელ დავსხედით ოჯახი, მეუღლესა და ჩემს ქალიშვილთან ერთად გავიხსენეთ მთავრობის მიერ ჩადენილი უსასტიკესი დანაშაული. თავდაპირველად როცა ამ სპეცრაზმელებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ნეტავ რატომ და რისგან ელოდნენ ასეთ საფრთხეს ჩემს ოჯახში. იმ პერიოდში ყველა კანკალებდა და ცახცახებდა. გასროლის შემდეგ ჩემი უფროსი ქალიშვილი ზედა სართულზე იყო. კარები რომ შეამტვრიეს და სროლა მოახდინეს, ბავშვი ამას უყურებდა. ამ დროს ხმა ამოდიოდა, რომ სპეცრაზმელები ერთიმეორეს აგინებდნენ და იარაღის წართმევას ცდილობდნენ. ყოველთვის ვიძახდი, რომ მათ ტელეფონი ხელყუმბარაში აერიათ და იმიტომ განახორციელეს სროლა. ამის გამო კი ერთმანეთში დაიწყეს დავა. ამაში ვარ დარწმუნებული და ვთხოვ სახელმწიფოს, ნუ აღიზიანებენ ხალხს და თქვან სიმართლე, თუ არადა, ამას მე მაინც დავამტკიცებ. მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა