პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.

„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს. ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ერების მომავლისათვის. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ყოველდღიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ვისურვებდი, რომ 2018 წელი ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა