რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს შობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს შობას ულოცავს და მშვიდობას, ერთობას და წარმატებებს უსურვებს.

„7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას ზეიმობს. შობა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, ამ დღეს ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა მაცხოვარი. ქრისტეს დაბადება სამყაროში ახალი ეპოქის დასაწყისია. მორწმუნეები ყოველწლიურად აღნიშნავენ იესოს შობას და ამით კვლავ და კვლავ იზიარებენ სიკეთისა და ჰუმანიზმის დღესასწაულს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას, ერთობას, წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა