ქუთაისში 22 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ სცემა

ქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს და მის დაპატიმრებას ითხოვს.

ძალადობის მსხვერლი ყვება, რომ ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მას და ოჯახის დანარჩენ წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა, გირაოს სანაცვლოდ მალევე გათავისუფლდა.

დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და მის დაკავებას ითხოვს. დეა გოშხეთელიანს და მის მამას ტვინის შერყევა აქვთ. ასევე, გოშხეთელიანის მამას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ტვინის შერყევისა, გოშხეთელიანის მამას ცხვირიც აქვს გატეხილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული პირი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. "სამმართველოს უფროსმა განაცხადა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ. ბ., რომელმაც მის ყოფილ მეუღლე მ. გ.-ს და ყოფილი მეუღლის მამას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო გ. ბ.-ს წარედგინა ბრალდება, რის შემდეგაც ქუთაისის პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გ. ბ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით. გირაოს გადახდის შემდეგ გ.ბ. გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი