თბილისში საშობაო ალილო მიმდინარეობს

თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო მიმდინარეობს. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილო „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო, რომლის მონაწილეებიც რუსთაველის გამზირის გავლით, პარლამენტის შენობის წინ, თბილისის საკრებულოსთან, საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაივლიან, რის შემდეგაც მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

ტრადიციულად ღონისძიება კოსტუმირებულია და მიმსგავსებულია მაცხოვრის შობის ღამესთან. კერძოდ, კოსტუმირებულ მსვლელობაში მონაწილეობენ მოგვები, ქურუმები და მწყემსები, შემოწირულობებს კი ურმებზე აგროვებენ.

მსვლელობაში ასევე მონაწილეობენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, რომლებიც საგალობლებს ასრულებენ. ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდა თბილისის მერი კახა კალაძე. მან სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა