თბილისის რამდენიმე რაიონს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ალმასიანის, ბერბუკის, ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, აფაქიძის, კვერნაძის და ფიზკულტურის ქუჩების მცხოვრებლებს;

ვაკის რაიონში, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს:

სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაატა გუგუშვილის და ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი