აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი - ვფიქრობ, ირანში საპროტესტო აქციები დასრულებული არ არის

ირანში საპროტესტო აქციები არ შეიძლება დასრულებულად იქნას მიჩნეული, - ამის შესახებ ტელეარხ Fox News-ის ეთერში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მაიკლ პომპეომ განაცხადა.

„ირანის რეჟიმი ძალადობით იმუქრება. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი წყალში ყრის დიდ თანხებს ლიბანში, სირიაში, იემენში, ღმერთმა იცის ვის კონსოლიდირებას ახდენს და ირანს მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორ სახელმწიფოდ აქცევს“, - აღნიშნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა.

მისი თქმით, ირანის სახელმწიფო წყობა თეოკრატიული რეჟიმია, რომელიც წარსულისკენაა მიმართული.

„ირანელ ხალხს ეს არ სურს. მე ველოდები, რომ ირანელები განაგრძობენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს. ვფიქრობ, საპროტესტო აქციები დასრულებული არ არის“, - განაცხადა მაიკლ პომპეომ.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა კატეგორიულად უარყო ირანული მხარის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ საპროტესტო აქციების უკან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დგას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა