ვიქტორ ორბანი - ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში „მუსლიმი დამპყრობლები“ არიან - უნგრეთი არ აპირებს მიგრანტების მიღებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში „მუსლიმი დამპყრობლები“ არიან და უნგრეთი არ აპირებს მომავალში მიგრანტების მიღებას.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის აზრით, მუსლიმი მოსახლეობის ნაკადი სახელმწიფოს შიგნით „პარალელური საზოგადოების“ შექმნას გამოიწვევს.

„ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ხალხს მუსლიმ ლტოლვილებად. ჩვენ მათ მუსლიმ დამპყრობლებად მივიჩნევთ“, - განუცხადა ვიქტორ ორბანმა გერმანულ გამოცემას Welt.

მან ასევე მოუწოდა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს უნგრეთისადმი პატივისცემა გამოიჩინონ. მისი თქმით, ევროკავშირის უამრავი ქვეყანა უნგრეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ უნგრეთი ევროკავშირის ფონდებიდან თანხებს იღებს, თუმცა დევნილებს არ იღებს.

გასული წლის მიწურულს, ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა იმის გამო, რომ აღნიშნული ქვეყნები მიგრანტების რელოკაციის პროგრამის ფარგლებში უარს ამბობენ დევნილების მიღებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა