ავღანეთში სახელისუფლო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 15 წევრი გაანადგურეს

ავღანეთში, ქუნარის პროვინციაში სახელისუფლო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 15 წევრი გაანადგურეს და 20 დაჭრეს. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ტელეარხი TOLO News იუწყება.

მისი ინფორმაციით, ორმხრივი სროლა ქუნარის პროვინციაში, ჩავკაის მახლობლად მოხდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები უშიშროების ძალების საგუშაგოებს დაესხნენ თავს. შეტაკებებს 3 პოლიციელი ემსხვერპლა და 13 დაიჭრა.

ტელეარხის ინფორმაციით, შეტაკებები ჩავკაიში ამ დრომდე გრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა