თიანეთში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

თიანეთში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. თიანეთის მოსახლეობის ნაწილი საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვს. კერძოდ, მოსახლეობა ითხოვს საკრებულოს სხდომის ისეთ დარბაზში ჩატარებას, სადაც მათაც ექნებათ დასწრების საშუალება, რათა მოისმინონ ის საკითხები, თუ რატომ არ დაუჭირა საკრებულოს უმრავლესობამ თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტს მხარი.

თიანეთის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი ორჯერ დაიწუნა. თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, იმ ფონზე როდესაც ვერ ხერხდება თანხების უქონლობის გამო საბავშვო ბაღებში კვების თანხების უზრუნველყოფა, მერიის თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგოები არ უნდა გაეზარდოთ.

”დღევანდელს სხდომაზე განსახილველი გვაქვს სამი საკითხი. ერთი-ერთია მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, ჩვენ ამას არ ვუჭერთ მხარს იმ ფონზე, რომ ბიუჯეტში ვერ ხერხდება თანხების უქონლობის გამო ელემენტარულად საბავშვო ბაღებში კვების თანხების უზრუნველყოფას”, - განაცხადა თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი წოწკოლაურმა.

თავის მხრივ, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ბიუჯეტის პროექტის დაწუნებას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და აცხადებს, რომ ბიუჯეტი მისი წინამორბედის მიერ არის შედგენილი.

”ორივეჯერ პოლიტიკური ნიშნით იყო ჩაგდებული ბიუჯეტი, რამეთუ ეს პროექტი, რომელიც წარდგენილი გვქონდა საკრებულოსთვის, შედგენილი იყო ჩემი წინამორბედის, ანუ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ. მე არც კი მქონია დრო, რომ გავცნობოდი ბიუჯეტს, ანუ 13 რიცხვში შევუდექი მოვალეობის შესრულებას და სულ ერთი დღე იყო იმისთვის, რომ არ დარღვეულიყო ვადა და დროულად გადაგზავნილიყო საკრებულოში ბიუჯეტი. მათ, მიუხედავად იმისა, რომ თავისი შედგენილი იყო, ბიუჯეტი მაინც ჩააგდეს”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა