ანა დოლიძე - ძალიან ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს ტელევიზორშია, სავარაუდოდ, პროკურატურის და სასამართლოს შენობებიდან დურბინდით გვიყურებდა, როდესაც ჩვენ მანიფესტაციებს ვაწყობდით

ძალიან ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს ტელევიზორშია, სავარაუდოდ, პროკურატურის და სასამართლოს შენობებიდან დურბინდით გვიყურებდა, როდესაც მანიფესტაციებს ვაწყობდით სასამართლოს შენობების წინ, - ასე უპასუხა პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად დანიშნულმა ანა დოლიძემ მის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ პოლიტიკურ შეფასებებს.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დოლიძემ განაცხადა, კარგი იქნებოდა, იმ ადამიანებს, ვინც მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ, მისი ბიოგრაფიაც წაეკითხათ.

„სასამართლოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მე საჯაროდ ვსაუბრობ 2004 წლიდან. მაშინ ძალიან ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს ტელევიზორშია, სავარაუდოდ, ან მეცადინეობით იყო დაკავებული ან პროკურატურის და სასამართლოს შენობებიდან დურბინდით გვიყურებდა ხოლმე, როდესაც ჩვენ მანიფესტაციებს ვაწყობდით სასამართლოს შენობების წინ. მინდა ცოდნა და გამოცდილება, რაც დამიგროვდა, ჩემთვის ახალ უწყებაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წავიღო. მე მგონია, რომ ეს სასარგებლო იქნება. იუსტიციის საბჭოს ნამდვილად სჭირდება დღეს დახმარება და ჩემი იქ ყოფნა ნამდვილად არის დახმარების ხელი“, - განაცხადა ანა დოლძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა