ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერბთა რესპუბლიკაში ”ოფიციალური ვიზიტით” იმყოფება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში ”ოფიციალური ვიზიტით” ჩავიდა. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

სერბთა რესპუბლიკის დედაქალაქის ბანია-ლუკას აეროპორტში ანატოლი ბიბილოვს ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ზლატან კლოკიჩი შეხვდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვის ”ვიზიტი” სერბთა რესპუბლიკაში 13 იანვრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერება ე.წ. თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლს.

სერბთა რესპუბლიკა ერთ-ერთია ორი პოლიტიკური ერთეულიდან, რომელიც წარმოადგენს ქვედა დონის მმართველობას დღევანდელ ბოსნია-ჰერცეგოვინაში. მეორე ერთეულია ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაცია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს