კლინიკის დირექტორი - ჯანდაცვის სამინისტრო მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეული თურქეთის „კოჩის“ საავადმყოფოდან ოფიციალურ პასუხს ელოდება

წმინდა მთავარანგელოზი მიქაელის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზურა უტიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ოჯახის მიერ შერჩეული თურქეთის „კოჩის“ კლინიკიდან ოფიციალურ პასუხს ელოდება, რათა მოხდეს პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება და მკურნალობის ამ კლინიკაში გაგრძელება.

როგორც უტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად თვითონაც ოჯახისგან აქვს ინფორმაცია, რომ „კოჩის“ კლინიკიდან პაციენტის მიღების თაობაზე დადებითი პასუხია მოსული. მისივე განმარტებით, არსებობს პროცედურები, რომელიც დაჩქარებული წესით ვერ გაკეთდება.

„იგივე ინფორმაცია მაქვს მეც, რომ სამინისტრო ამ წუთებში ელოდება დასტურს „კოჩის“ კლინიკიდან და მიმდინარეობს მოლაპარაკება. როგორც კი მიიღებენ პასუხს, დაუყოვნებლივ მოხდება გადაყვანა. პაციენტის შესაბამისი მომზადება, თვითმფრინავის ჩამოფრენა, მერე გადაყვანა - ეს არის პროცედურები, რომლებსაც რაც შეიძლება ჩქარა ვერ გააკეთებ. ამას უნდა დალაგება და კარგად გააზრებულად გაკეთება. ამაში სამინისტრო ჩართულია და იციან ყველაფერი როგორ გააკეთონ. კლინიკიდან პასუხი აქვს მიღებული ოჯახს, მაგრამ არის ოფიციალური პასუხი, რომელზეც შესაბამისი ოფიციალური პროცედურებია გასავლელი. მეც ოჯახიდან ვიცი, რომ კლინიკიდან პასუხი აქვთ“, - განაცხადა ზურა უტიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა