გიორგი ვოლსკი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლების კამერული მუსიკის კონცერტს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, კულტურის სამინისტროში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლების კამერული მუსიკის კონცერტს დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. მისი განცხადებით, 2017 წელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის განსაკუთრებით მდიდარი იყო საიუბილეო თარიღებით. გასულ წელს უმაღლესი სასწავლებლის დაარსებიდან 100 წლისთავი შესრულდა და 10 პროფესორ-მასწავლებლის იუბილე აღინიშნა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის სახელით, კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებს ქართული კულტურის და კლასიკური მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ძალიან დიდია სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური დაპირისპირების ტენდენციები და ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებას ავიწყდება, რომ გვყავს კულტურის ისეთი კორიფეები, როგორებიც თქვენ ხართ და დიდი არმია ადამიანებისა, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენ სულიერებაზე და კულტურაზე ვიფიქროთ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის. გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლების კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტის შემდეგ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ღვაწლმოსილ პედაგოგებს კლასიკური მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა