ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის“ (NEON) მორიგ გენერალურ შეხვედრას დაესწრო

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის“ (NEON) მორიგ გენერალურ შეხვედრას დაესწრო. ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრები საფრანგეთის დედაქალაქში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, 8 იანვრის კონფერენცია ორგანიზებული იყო საფრანგეთის ენერგოომბუდსმენის მიერ. აღნიშნულ კონფერენციაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კოლეგებმა იმსჯელეს ომბუდსმენის, როგორც მედიატორის როლის გაძლიერების საკითხზე. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით ომბუდსმენის სამსახური უნდა განიხილებოდეს დავების განხილვის ალტერნატიულ ორგანოდ. მიმდინარე წლის 9 იანვარს შედგა ენერგოომბუდსმენების გენერალური შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის წევრების სრული შემადგენლობა ესწრებოდა. დღის წესრიგში წარდგენილი იყო საქართველოს ენერგოომბუდსმენის გაწევრიანების საკითხი, რასაც ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროპელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა.

2018 წლიდან საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის ოფიციალური წევრი გახდა. NEON-ის შემდეგი გენერალური შეხვედრა 2018 წლის მარტში საქართველოში, თბილისში გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი