მაია ნიკოლეიშვილი - შეეძლო თუ არა მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ტყვიის გაჩერების ბოლო წერტილის დადგენით არის შესაძლებელი

შეეძლო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან ოპერაციის დროს რაიმე საგნის ხელში აღება, ტყვიის გაჩერების ბოლო წერტილის დადგენით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ დამოუკიდებემა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ მაჩალიკაშვილი სროლის დროს საწოლში იმყოფებოდა, თუმცა, ზუსტი პოზის დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან ტყვიის საბოლოო ტრაექტორიის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს, გამოძიებას კი შესაბამისი დოკუმენტები ექსპერტისთვის არ წარუდგენია. ნიკოლეიშვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება გამოიჩენს კეთილ ნებას და აღნიშნულ ინფორმაციაზე, წვდომის უფლება მასაც ექნება, რაც საქმეში არსებულ დამატებით კითხვებს გააქრობს და შესაძლებელს გახდის, სპეცოპერაციის ჩატარების ზუსტი სურათის აღდგენას.

„მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის სროლის მანძილი და ის, თუ რა პოზაში იმყოფებოდა თემირლანი სროლის დროს. შემდეგ იურისტებმა უნდა ააწყონ სურათი, შეეძლო თუ არა მას აეღო რაიმე საგანი. მაგრამ დღეს ცალსახაა, რომ ის ნამდვილად საწოლში იყო. საჭიროა საბოლოო წერტილის დადგენა, საიდანაც ტყვია არის ამოღებული. როდესაც მე ვნახე ის ადგილი, გამოჭრილია, ტყვია ამოღებულია, ამიტომ არ ვიცით ბოლო წერტლი, თუ სად გაჩერდა ტყვია. ამის შემდეგ უნდა მოხდეს ვიზირება და აღდგენა, ალბათ ამას გამოძიება გააკეთებდა, მაგრამ ბუნებრივია გვაინტერესებს, რომ იგივე ვნახოთ ჩვენც. შესაძლებელია რაღაც ეტაპზე მოხდეს იმ პარამეტრების მოცემა, რომელიც დღეს აქვს გამოძიებას.

ტყვიის ტრაექტორია გვაძლევს იმას, რომ გავიგოთ ეს ადამიანი ოდნავ წამომჯდარი იყო საწოლში თუ იწვა. ამიტომ გვინდა პარამეტრები, რაც გამოძიებას აქვს. გამოძიების მასალები ჩვენთვის უცნობია, ამიტომ ვერ გეტყვით სად იდო ხელყუმბარა და ვერ ვიტყვი მოახერხებდა თუ არა ის ხელყუმბარის აღებას. გამოძიებას აქვს რაღაც მასალები, რომლის წვდომაც აუცილებელია, ამის გარეშე ჩვენ მხოლოდ პოზაზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი