ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლოში, შესაძლოა, დეპუტატების შუამდგომლობა შევიდეს

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლოში, შესაძლოა, დეპუტატების შუამდგომლობა შევიდეს.

ამ თემასთან დაკავშირებით აბესაძის ადვოკატი ნონა ფილაური გუშინ პარლამენტში იმყოფებოდა. დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება.

როგორც ფილაურმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუკი სასამართლო საჭიროდ ჩათვლის, პარლამენტის ბევრი წევრი მზად არის, თავდებში დაუდგნენ აბესაძეს. ამასთან, ადვოკატს არ დაუკონკრეტებია რამდენმა დეპუტატმა მოაწერა ხელი აღნიშნულ შუამდგომლობას.

“ჯერჯერობით ხელმომწერ დეპუტატთა რაოდენობაზე ვერ ვისაუბრებ - ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ სრულყოფილი სახით არ არის, რადგან ბევრი პარლამენტში არ იმყოფება. ეს არის თავად დეპუტატების კეთილი ნება. ნუკრი ქანთარიამ საჯაროდ გამოხატა ამის ნება. ძალიან ბევრი პარლამენტარი მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ აბესაძის მიმართ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული და თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, თავდებში დაუდგნენ მას. დღეს მე შევხვდი ნუკრი ქანთარიას და ვესაუბრე ოთარ ჩრდილელს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნონა ფილაურმა.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო