ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, „რიყე-ნარიყალას“ და „კუს ტბის“ საბაგირო გზები მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.