უხუცესთა საბჭოს წევრი - უხუცესები შევიკრიბებით და გუშინდელ სპეცოპერაციაზე და მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ

უხუცესთა საბჭოს წევრის პლატონ გუნაშაშვილის განცხადებით,უხუცესები შეიკრიბებიან და გუშინ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე განცხადებას გააკეთებენ.

,,ეს სამწუხარო ამბავი დღეს დილით მედიასაშუალებებიდან შევიტყვე. ძალიან ვწუხვარ ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალების გამო. ვფიქრობ, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა დაგვიანდა, რაზეც მიჩნდება ბევრი კითხვა. დროში რატომ გაწელეს, ხომ ვხედავთ ამან რაც გამოიწვია, თავიდანვე რომ გადაეყვანათ გერმანიაში ან თურქეთში იქნებ რაიმე შანსი ყოფილიყო. მე ვფიქრობ, უხუცესები შევიკრიბებით და გუშინდელ სპეცოპერაციაზე და 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაზე ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" უხუცესთა საბჭოს წევრმა პლატონ გუნაშაშვილმა.

დღეს დილით თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა