ოთარ აბესაძე საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს

ქრთამის აღებაში ბრალდებული ოთარ აბესაძე საავადმყოფოდან კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

”კლინიკიდან კვლავ საპყრობილეში დააბრუნეს. დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს, თუმცა ჯერ არ ვიცით, სად და როგორ. ახლა ნორმალურად არ გრძნობს თავს. ბატონმა გეჯაძემ თქვა, რომ აღმოჩენილია რაღაცა დაავადებები, რაც იწვევდა ბოლო პრობლემებს. ვიდრე საბოლოო დასკვნა არ იქნება, იქამდე მეტს ვერაფერს გეტყვით, კვირის დასაწყისში ან კვირის ბოლოს ეს დასკვნა უნდა იყოს”, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა