პროკურორი - გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ საედი დუდაევი სინამდვილეში შოაიფ ბორზიევია, თუმცა პიროვნების იდენტიფიკაციის კუთხით მოქმედებები გრძელდება

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის პროკურორის ნანა ხუნჯუას ინფორმაციით, გამოძიებას ჯერ საბოლოოდ არ ყავს იდენტიფიცირებული თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დაკავებული პირი. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირი საქმეში საედი დუდაევის სახელით ფიგურირებს, თუმცა გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ ბრალდებული, შესაძლოა, შოაიფ ბორზიევია.

"გამოძიებაში მოპოვებულია ინფორმაცია, რომ საედი დუდაევი სინამდვილეში არის შოაიფ ბორზიევი, თუმცა პიროვნების იდენტიფიკაციის კუთხით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ამოწურვის შემდგომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება პიროვნებად ცნობის შესახებ", - განაცხადა პროკურორმა.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ ითხოვს პროკურატურა ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება.

"საქმე გახლავთ ძალიან რთული, ძალიან მოცულობითი. მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში გამოძიება და სწორედ საქმის სირთულიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, გამოძიებისთვის მოცემული ვადა არაა საკმარისი, რის გამოც მივმართეთ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის თარიღის გადაწევის შუამდგომლობით", - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს