მირდატ ქამადაძე - ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, სასამართლომ ირაკლი ჩხვირკიას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა მირდატ ქამადაძემ ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიასთან დაკავშირებით პარტიის სახელით საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც მირდატ ქამადაძემ განმარტა, ირაკლი ჩხვირკია პოლიტიკური პატიმარია და ერთი სატელევიზიო კომენტარის გამო სასჯელს იხდის.

“დღეს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 9- თვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, ირაკლი ჩხვირკიას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. ამ განაჩენით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ჩხვირკია არის პოლიტიკური პატიმარი. ადამიანი, რომელსაც ბრალდება ედავებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, რეალურად სასჯელს იხდის ერთი სატელევიზიო კომენტარის გამო. ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ ივანიშვილის რეჟიმის სასამართლომ დაიწყო ოქროს შუალედის ძებნა და იპოვა კიდეც - ირაკლი ჩხვირკიას ბრალდება გადაუკვალიფიცირა. დემოკრატიულ ქვეყნებში, თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოებისგან საზოგადოება ელის სამართლიან განაჩენებს და არა ოქროს შუალედებს, ვინაიდან სასამართლოს უპირველესი მოვალეობაა სამართლის აღსრულება და არა პოლიტიკური დაკვეთების შესრულება. დიახ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკური განაჩენი, ქვეყანაში სადაც ადამიანს სატელევიზიო ინტერვიუს გამო სვამ ციხეში, პრეზიდენტს ასამართლებ კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, ხოლო კორცხელის ზონდერები დღესაც დაუსჯელები დადიან, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ირაკლი ჩხვირკიას განაჩენს. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენ ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად ვაგრძელებთ სიმართლისთვის ბრძოლას, გავასაჩივრებთ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს და დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი აუცილებლად მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში", - აცხადებს მირდატ ქამადაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა