ოთარ აბესაძის ადვოკატები სასამართლოს დღეს ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარუდგენენ

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას, კერძოდ კი მოწმეების დაკითხვას გეგმავს. თავის მხრივ, დაცვის მხარე დღეს კიდევ ერთხელ იშუამდგომლებს ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, დღეს დაცვის მხარე სასამართლოს ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარუდგენენ.

„დღეს წარვადგენთ ექსპერტიზის ახალ დასკვნას. თუ სასამართლო იქნება სამართლიანი, ამ ექსპერტიზის დასკვნით სრული საფუძველი ექნება, რომ მას შეუცვალოს აღკვეთის ღონისძიება“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება