ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია ოთარ აბესაძის საკმაოდ მძიმე დაავადებებზე და წერია, რომ ციხეში ყოფნა დაამძიმებდა მის მდგომარეობას

ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის ახალი დასკვნით, ოთარ აბესაძის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა მის მდგომარეობას დაამძიმებდა.

როგორც აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოსამართლემ გაითვალისწინა დასკვნაში აღწერილი ყველა გარემოება და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

"დასკვნაში წერია, რომ აბესაძე არის მძიმე ავადმყოფი და მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა დაამძიმებდა მის მდგომარეობას. კონკრეტულ ჩივილებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ საუბარია საკმაოდ მძიმე დაავადებებზე", - განაცხადა გელაშვილმა.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. მან აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც წარადგინა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება