ოთარ აბესაძე - მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, შექმნილი ძალიან დიდი უხერხულობისა და ამ მდგომარეობისთვის

ოთარ აბესაძე ყველა ადამიანს, ვინც მის მიმართ სოლიდარობა გამოიჩინა, მადლობას, „შექმნილი დიდი უხერხულობისთვის“ კი ბოდიშს უხდის.

როგორც აბესაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, ის აპირებს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოს, რაც მას სასამართლომ ამ ეტაპზე დააკისრა.

„პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ასეთი სოლიდარობა გამოიჩინა ჩემს მიმართ. ასევე მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო აბსოლუტურად ყველას, შექმნილი ძალიან დიდი უხერხულობისთვის და ამ მდგომარეობისთვის. აბსოლუტურად ყველაფრის ზედმიწევნით შესრულებას ვაპირებ, რაც სასამართლომ ამ ეტაპზე დამაკისრა. პროცესები გაგრძელდება და ყველაფერს დააკვირდებით თქვენ. დანარჩენ შეკითხვებს ჩემი უფლებადამცველები გასცემენ პასუხს, ახლა კი თუ შეიძლება ჩემ ოჯახთან გამიშვით“, - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. მან აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც წარადგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება