პროკურორის შეფასებით, სასამართლოს ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში უნდა დაეტოვებინა

პროკურორის შეფასებით, სასამართლოს ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში უნდა დაეტოვებინა. როგორც პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულის მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების პორობებშიც იყო შესაძლებელი. მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სამართლებრივი საფუძვლები ახალი ექსპერტიზის დასკვნით არ არსებობდა, თუმცა ამის მიუხედავად, სასამართლომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

"დაცვის მხარემ წარადგინა ახალი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარი იყო ოთარ აბესაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დასკვნაში აღწერილი იყო ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის, თუმცა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეცვლილიყო, არ არსებობდა, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი იყო ისეთ დიაგნოზზე, რომლის მკურნალობა სრულიად შესაძლებელი იყო პენიტენციური დაწესებულების პირობებში", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ ნიშნავს, რომ ოთარ აბესაძე წარდგენილ ბრალში უდანაშაულოა. მარშანიას თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო