რუსთავში მოკლული პირი ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეა

რუსთავში მოკლული ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა ბაზრობის თანამშრომლებმა განუცხადეს.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.

გარდაცვლილის ნაცნობები და ბაზრის ერთ-ერთი მეწილე უზი ნონი ამბობს, რომ სამსონ ქუთათელაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და ვერსიებზე საუბარი უჭირს.

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

რუსთავის "სტამბოლის ბაზრობის" მეწილე მოკლეს – მოკლული ყოფილი დეპუტატი და გენერალი იყო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა