ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს

რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს.

ასევე, პოლიციაში წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ბაზრობის ადმინისტრაციისა და იმ პირთა დაკითხვა, ვინც მოკლული სამსონ (სოსო) ქუთათელაძე გუშინ ბაზრობის ტერიტორიაზე ბოლოს ნახა. დაკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ორი მეორედი ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველები.

ამის პარალელურად, სამართალდამცავები ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეების გამოკითხვას აწარმოებენ.

ბაზრობის დარაჯის განცხადებით, სამსონ ქუთათელაძე ბაზრობის ტერიტორიაზე გუშინ, დაახლოებით 13:00 საათზე, საკუთარი ავტომობილით შევიდა, 17:00 საათისთვის კი მისი გარდაცვალების შესახებ გაიგეს.

სამსონ ქუთათელაზე შპს ,,ერთობის", ე.წ. სტამბოლის ბაზრობის 29%-იანი წილის მფლობელი იყო. 28 % ისრაელის მოქალაქე უზი ნონის, 28%-ი კი, ასევე ისრაელის მოქალაქე შატო შათაშვილს ეკუთვნის.

ყოფილი პარლამენტარი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე გუშინ, შპს ,,ერთობის" ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან 5 გულ-მკერდისა და მუცლის არეში, ერთი კი თავში. ბაზრობის მოვაჭრეები და ახლომდებარე ობიექტების თანამშრომლები „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ, რაც იმის თქმის საფუძველს აძლევთ, რომ ქუთათელაძე მაყუჩიანი იარაღიდან არის მოკლული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა