აშშ-ის ელჩი - რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შესახებ მოხსენება 29 იანვრისთვის მომზადდება

რუსეთის ფედერაციის მიმართ ახალი სანქციების შესახებ აშშ-ის მოხსენება 29 იანვრისთვის მომზადდება, თუმცა ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რამდენ ადამიანს შეეხება ახალი სანქციები, - ამის შესახებ რუსულ სააგენტო ТАСС-ს რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატაბის ელჩმა ჯონ ჰანტსმანმა განუცხადა.

„29 იანვრისთვის მომზადდება მოხსენება რუსეთის იმ მოქალაქეების შესახებ, ვინც სანქციებს დაექვემდებარებიან. კანონის ამ ნაწილზე ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ჰანტსმანმა და აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა იმ ადამიანების რაოდენობაზე საუბარი, რომლებიც ამ სიაში მოხვდებიან.

ჰანტსმანის თქმით, მოხსენებაზე მუშაობისას ითვალისწინებენ, თუ როგორ აისახება ახალი სანქციები რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა