ირაკლი ხმალაძე - ოპოზიციის მხრიდან ისმოდა არაჯანსაღი კრიტიკა ხელფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე

საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურის განხილვა დასრულდა. ოპოზიციის მხრიდან ისმოდა არაჯანსაღი კრიტიკა ხელფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ხმალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ხელფასების ზრდა ხდება, უბრალოდ ორი კომპონენტი ერთიანდება. ”საკრებულოში დასრულდა თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურის განხილვა. საკმაოდ მწვავე განხილვები გვქონდა. თუმცა, ეს განხილვები ოპოზიციის მხრიდან ნაკლებად ეხებოდა უშუალოდ დებულებას. არაჯანსაღი კრიტიკა ისმოდა ხელფასებთან დაკავშირებულ საკითხზე. მე კიდევ ერთხელ მინდა განგიმარტოთ, რომ არ ხდება საშემოსავლო თანამდებობრივი სარგოების ზრდა, არამედ ხდება ორი კომპონენტის გაერთიანება. ამას მოწმობს ისიც, რომ არ გაგვიზრდია სახელფასო ფონდი. მოვდივართ იგივე სახელფასო ფონდით, რომელიც დამტკიცებული გვაქვს 2017 წლის ბოლოს, 2018 წლის ბიუჯეტის სახით, რაც გარკვეული ოდენობით კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე 2017 წლის შრომის ანაზღაურება. რაც შეეხება ახალ დებულებებს და ახალ სტრუქტურას, რომელიც დამტკიცდა და 22 თებერვლიდან ამოქმედდება, ეს ის სტრუქტურაა, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მიზნების ეფექტურად განხორციელებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, კანონში ჩაიწერა, რომ პოლიტიკური თანამდებობების პირებზე არ შეიძლება დანამატის გაცემა. ”ჩემზე თქვეს, რომ თბილისის ვიცე მერის ხელფასი 2950 ლარიდან გაიზარდა 6300 ლარამდე. გასულ წლებში სულ იმას ამბობდნენ, 5000-6000 ლარი გაქვთ ხელფასიო. მინდოდა კითხვა დამესვა ლევან ხაბეიშვილისთვის, მაგრამ გავიდა - მანამდე ატყუებდა საზოგადოებას, თუ ახლა ატყუებს?! რეალურად თანამდებობრივი სარგო იყო 2900 ლარი და გარკვეული დანამატი ჰქონდა მერის მოადგილესაც. ახლა მოხდა ამ ორი კომპონენტის ისე გაერთიანება, რომ ჯამური ოდენობა არ შეცვლილა. პლუს ამას, კანონში ჩაიწერა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირზე, მერსა და მის მოადგილეებზე არ შეიძლება დანამატის გაცემა და თანამდებობის პირზე არ შეიძლება ფულადი ჯილდოს გაცემა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის საკრებულომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხები დაამტკიცა. საკრებულოს უმრავლესობამ დაამტკიცა ადმინისტრაციის დებულება და მერიის საქალაქო სამსახურების დებულებები. კენჭისყრას საკრებულოს ოპოზიცია არ დასწრებია. მათ სხდომა კენჭისყრის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა