უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დღეს მოსამართლეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიცი საზეიმოდ დადო 15-მა მოსამართლემ. ესენი არიან: ივერი აბაშიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, იოსებ აბრამიძე - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლაგოდეხის მიუნიციპალიტეტში, დარინა აბულაძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, თათია გოგოლაური - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, თინა ვაშაყმაძე -თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ნინო თარაშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლო, იზა კელენჯერიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია, მაია კვირიკაშვილი + თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია, გოგა კუპრეიშვილი - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, სოფიო ლეჟავა - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ლელა მილდერბერგერი - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ირმა ტოგონიძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ნათია ტოგონიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ნინო ჩახნაშვილი - თელავის რაიონული სასამართლო, ხათუნა ჯინორია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

მოსამართლეები ხვალიდან საქართველოს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში შეუდგებიან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას.

საზეიმო ფიცის დადების ცერემონიალს უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა საზეიმო ცერემონიალის მონაწილეებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა