კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატი - საქმის გაპიარება კლუბის მეპატრონეების ინტერესებში შედის

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იყო, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სააპელაციო სასამართლო, წინასწარ საუბარი მიჭირს, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა ზაზა მესხმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მიმდინარე პროცესი არის იმის მაგალითი, თუ როგორ ხდება ზეწოლა სასამართლოზე. ადვოკატმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბრალდებული ქვლივიძე მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კანონიერი და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. გუშინდელ და დღევანდელ დღეს თუ გავითვალისწინებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, გამიჭირდება ვარაუდი. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა მოხდეს ზეწოლა სასამართლოზე. ბრალდებული მზაობას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მზად არის ასევე პასპორტის ჩაბარებისთვის“, - განაცხადა ადვოკატმა ზაზა მესხმა.

მისივე თქმით, საქმის გაპიარება კლუბის მეპატრონეების ინტერესებში შედის.

ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მეორე ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება ქვლივიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი