არსებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა

არსებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი, გიორგი ჭანტურია უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა.

”კურიერის“ ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას ოჯახი წლების წინ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილის მფლობელი იყო.

მათივე ცნობით, გიორგი ჭანტურია რამდენიმე წლის წინ კახეთში პროკურორი იყო, ამჟამად კი რუსთავში კომისრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პარლამენტარის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დღეს დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ერთი ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

შსს-ს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დადგენა, რამდენად აქვს დაკავებულ პირს კავშირი უშუალოდ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან.

თავად დაკავებული ყოფილი დეპუტატის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი