ამირან გამყრელიძე - ეს ვაქცინა გამოიყენებოდა მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ეს საკითხი ეხება ცოფს, რაც არის 100%-ით სასიკვდილო დაავადება. „თუ ადამიანს ცოფი განუვითარდა, ჯერჯერობით მედიცინა ამ დაავადების წინააღმდეგ უძლურია. ერთადერთი, ეს დაავადება იმართება ვაქცინების მეშვეობით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის არის ის, რომ არც ერთი წყვეტა ვაქცინებით მომარაგებაში არ ყოფილა. უმჯობესდება ქვეყანაში ვაქცინები მთლიანად და მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისვე თქმით, აღნიშნული ვაქცინა 2015 წელს შემოსულია ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ქართული საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს. „ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული როგორც ვაქცინის შემოტანიდან, ისე ვაქცინის ამოღებამდე პროცესში. 2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი პრეკვალიფიკაცია და მოგეხსენებათ, რომ პრეკვალიფიკაცია არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი თამასა ვაქცინის და საერთოდ მედიკამენტის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო მისი ამოღება, როდესაც ის გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ქვეყნის დატოვება ვაქცინის გარეშე წარმოუდგენელია. მაშინ ყველა დაკბენის შემთხვევა შეიძლება ადამიანისთვის სასიკვდილო გამოდგეს. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ და ვერ დაუშვებდა, ამიტომაც გამოთხოვიდან, დაახლოებით თვენახევარში დაავადებათ კონტროლის ცენტრმა უზრუნველყო ამ ვაქცინის ჩანაცვლება (რადგან ეს იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და არა იმპერატიული განცხადება) ახალი ვაქცინით და 2016 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში გამოიყენებოდა ახალი ვაქცინა. ხაზს ვუსვამ, რომ ამ ვაქცინის ერთი წლის განმავლობაში და მეტი გამოყენების პერიოდში არც ერთი გვერდითი მოქმედება ან გართულება არ დაფიქსირებულია. მათ შორის, 2015 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ქვეყანაში ცოფი არ გაქვს. როდესაც სამწუხაროდ, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა 10-15, პიკი იყო 21 ცოფის შემთხვევა ქვეყანაში 1996-1997 წლებში და შემდეგ ყოველწლიურად იყო 3-4-5 შემთხვევა ცოფისა. 2015 წლიდან ცოფის არც ერთი შემთხვევა ქვეყანაში არ არის და სწორედ ეს გახლავთ ერთ- ერთი უდიდესი დამსახურება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის გამართვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოუწოდა აუდიტის სამსახურს, მათთან კიდევ გაიმართოს შეხვედრა. გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აუდიტის სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი განმარტება უნდა გააკეთოს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა, რომ "შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს