NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სურვილის შემთხვევაში ადვილად შეძლებდა პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სურვილის შემთხვევაში ადვილად შეძლებდა პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას.

კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: რომ გინდოდეთ ადვილად შეძლებდით პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშნვას, გამოკითხულთა 55% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, 34% - ეთანხმება და 11%-მა არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს