NDI-ის გამოკითხულთა 47%-სთვის გურამ კაშიას მხრიდან სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად სამკლაურის გაკეთება მიუღებელია

NDI-ის გამოკითხულთა 47%-სთვის ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის „ვიტესის“ კაპიტნის გურმა კაშიას მხრიდან სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლაურის გაკეთება მიუღებელია.

კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე „ეთანხმებით თუ არა შემდეგ მოსაზრებებს“, გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელსაც კაშიას ამ ქმედების შესახებ სმენია, ასე პასუხობს:

არ მომეწონა კაშიას ეს ქმედება, მაგრამ მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება - არ ვეთანხმები - 20%; ვეთანხმები - 76%; არ ვიცი - 3%; უარი პასუხზე - 1%.

გურამ კაშიას ქმედება მიუღებელია - არ ვეთანხმები - 46%; ვეთანხმები - 47%; არ ვიცი 7%, უარი პასუხზე - 1%, მხარს ვუჭერ კაშიას ამ ქმედებას - არ ვეთანხმები 62%; ვეთანხმები - 31%; არ ვიცი -6%; უარი პასუხზე - 1%.

გამოკითხულთა 52% აცხადებს, რომ კაშიას ამ ქმედების შესახებ იცოდა, 43% კი ამბობს, რომ არ სმენია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი