თინა ბოკუჩავა - კარგი იქნება აუდიტის სამსახური თუ დააზუსტებს, კონკრეტულად რომელ ვაქცინაზეა საუბარი

კარგი იქნება აუდიტის სამსახური თუ დააზუსტებს ინფორმაციას რომელ კონკრეტულ ვაქცინაზეა საუბარი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ აუდიტის სამსახურის აღნიშნული განცხადება სიმართლე იყოს, ვინაიდან ქვეყანას უპასუხისმგებლო მთავრობა ჰყავს.

„სამწუხაროდ, ძალიან ზოგადი განცხადება იყო. კარგი იქნება თუ აუდიტის სამსახური დააზუსტებს თუ რომელ კონკრეტულ ვაქცინაზეა საუბარი. ზოგადად, არაერთი შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების პიროებებში შესყიდვების სფერო არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. თუმცა, აქ როდესაც საქმე შეიძლება ეხებოდეს ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ასეთი ტიპის განცხადება. ასე, რომ პირველ რიგში, მეტი ინფორმაციაა საჭირო. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს განცხადება მართლა დადასტურდეს, რადგან ჩვენ უკიდურესად არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა, რომ "შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია