დავით სერგეენკო - ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის შესწავლას განაგრძობს, თუმცა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია.

როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას აუდიტის სამსახურთან შეხვედრა დღესაც ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამ კუთხით შეკითხვების მოხსნა.

„ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა კომუნიკაცია მთელი ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. დღესაც მქონდა შეხვედრა მათ ხელმძღვანელობასთან და დამიდასტურეს, რომ ყველა შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, დღის წესრიგიდან მოხსნილია. თუმცა, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ, ბევრი სხვა, მათ შორის ფინანსური პარამეტრებითაც“, - აღნიშნა სერგეენკომ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია