დიმიტრი ქუმსიშვილი - ტურიზმმა მხოლოდ 2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ 7 მილიონ დოლარზე მეტი დააგენერირა

საქართველოსთვის ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის სექტორია, ტურიზმმა მხოლოდ 2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ 7 მილიონ დოლარზე მეტი დააგენერირა. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ამოცანაა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის "FITUR 2018" დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს.

"დღეს ტურისტულ გამოფენაზე კერძო სექტორთან ერთად წარმოდგენილი გვაქვს პრაქტიკულად ყველა ის ტურისტული პროდუქტი, რომელსაც საქართველოს სთავაზობს თავის დამსვენებლებს. აქვე შესაძლებელია 3 D ვირტუალურ სამყაროში იმოგზაუროთ საქართველოში და კიდევ უფრო მიმზიდველია ჩვენი ქვეყანა ასეთი დათვალიერების შემდეგ და რა თქმა უნდა, ტრადიციული ღვინის დეგუსტაცია, რომელიც ყველას მოსწონს, ვინც ჩვენს საგამოფენო სტენდთან მოდის," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მადრიდის გამოფენაზე, ევროპის პავილიონში საქართველოს სპეციალური სტენდი მოეწყო.

მადრიდის გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა საქართველოს რვა წამყვანი ტურისტული სააგენტოც მონაწილეობს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე "FITUR 2018" 160-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში 9500 კომპანია მონაწილეობდა, საბოლოო ჯამში გამოფენას 13500-ზე მეტი სტუმარი ეწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა