ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა. ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

სტადიონის გახსნის ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები. ცერემონიაზე შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა.

საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408,56 ლარია. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აშენებს.

"ყველას გვიხარია. ბედნიერები და ამაყები ვართ, რადგან ბათუმში ისტორიული პროექტის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დაიწყო. სულ რაღაც ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ცნობადობის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა",- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა