დიმიტრი ქუმსიშვილი - ვირტუალური რეალობის სტენდები საქართველოს ტურისტულ ცენტრებში დაინერგება

მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე FITUR 2018 საქართველოს სტენდის დასათვალიერებლად მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ემოგზაურათ. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მადრიდის გამოფენაზე აღნიშნულ ტექნოლოგიურ სიახლეს პირადად გაეცნო და მისი შესაძლებლობებიც გამოსცადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აპლიკაცია ქართულ ტურისტულ კომპანიებს გაყიდვებში დაეხმარება.

„როდესაც რომელიმე ტურს უკეთებთ მარკეტინგს, ამას თქვენ მხოლოდ სიტყვიერად კი არ აკეთებთ, არამედ აპლიკაციის მეშვეობით - დაინტერესებულ პირს პრაქტიკულად აჩვენებთ და ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში დავნერგავთ ამ ტექნოლოგიას, რათა ჩვენს სტუმრებს აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვირტუალური რეალობის სათვალის შესაძლებლობებთან გაცნობის შემდეგ.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარმოდგენილი ინოვაციური პროექტი კომპანია VRex Immersive-მა მოამზადა, ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენებით შესაძლებელია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის რეჟიმში გადასვლა. პროექტში გამოყენებული საქართველოს 100-ზე მეტი ტურისტული ადგილის შესახებ ვიდეო-რგოლი 360- გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებით არის გადაღებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა