ადვოკატი - ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა

ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გამომძიებლებმა მას ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გადასცეს, რომლის გაცნობის შემდეგ საქმესთან დაკავშირებით ახალი კითხვები გაჩნდა. კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს მაჩალიკაშვილების დაზარალებულებად ცნობა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საქმის მასალებს გაეცნონ.

„რაც არ დადასტურდა და რაც ალბათ შემდგომი განხილვის მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი. როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვიაზე, რომელიც კედელში გაჩერდა, ანუ გავიდა ლოგინის თავში, არ აღმოჩნდა სისხლის კვალი. რა თქმა უნდა, უნდა ვკითხო ექსპერტს და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნა, თუ როგორ შეიძლება ტყვიამ, რომელმაც გაიარა შუბლი, ფაქტობრივად მთლიანი სხეული, ლოგინი, ლოგინის თავი და კედილი, როგორ არ აღმოჩნდა მასზე სისხლი. პროცესში ჩართული არ ვარ მხარედ, დაზარალებულის სტატუსი არ გააჩნდა არც თემირლანს და არც მისი გარდაცვალების შემდგომ მამას, რასაც ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რაც მიშლის ხელს იმ კუთხით, რომ მე არ გამაჩნია საგამოძიებო მოქმედებებში ჩარევის უფლება“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ადვოკატი, საგამოძიებო ორგანოში 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა