საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, - აღნიშნული საკითხი გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მთავარ საკითხებს შეეხო.

მხარეებმა ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე გაამახვილეს. ისაუბრეს, ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე. აღინიშნა, რომ პროექტში მონაწილეობა სასარგებლო იქნება მასში ჩართული ქვეყნებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი